ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება

ჯანმო-მ პრეპარატი “ჰიდროქსიქლოროქინი“ იგივე “პლაქვენილი” კვლევიდან დროებით ამოიღო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსის შესაძლო სამკურნალო პრეპარატების კვლევიდან მედიკამენტი “ჰიდროქსიქლოროქინი“ („პლაქვენილი“) დროებით ამოიღო.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორის, ტედროს ადჰანომ გაბრეიესუსის ინფორმაციით, “სოლიდარობის კვლევიდან“ აღნიშნული პრეპარატის ამოღების მიზეზი ის არის, რომ ვინც “პლაქვენილს“ იღებდნენ, გულის პრობლემებით მათი გარდაცვალების რისკი იზრდებოდა.

ვირუსის სამკურნალოდ პრეპარატი “პლაქვენილი” არაერთ ქვეყანაში გამოიყენება, მათ შორის საქართველოშიც. ცნობილია, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ამ მედიკამენტს პროფილაქტიკის მიზნით ყოველდღე სვამს და აცხადებს, რომ თავს კარგად გრძნობს.

შეგახსენებთ, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცი კვლევას ატარებს, სადაც ვირუსის სამკურნალო პრეპარატების კლინიკურ ცდებს ატარებენ. კვლევაში საქართველოც ერთვება. თავდაპირველად 4 მედიკამენტი იყო შერჩეული, ესენია: “რემდესივირი“, “პლაქვენილი“, “ლოპინავირ/რიტონავირის“ კომბინაცია და „ლოპინავირ/რიტონავირის“ კომბინაცია “ბეტა ინტერფერონთან“.

იტვირთბა....