ახალი ამბები მთავარი სამართალი

“ან სხვას მოაკვლევინა, ან თვითონ მოკლა”- გორში 28 წლის გოგოს გარდაცვალებასთან დაკავშირებით ახალი დეტალები ირკვევა

გორში, 28 წლის გოგოს. ირინა თოდაძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ახალი დეტალები ხდება ცნობილი.

როგორც “მთავარი არხი” ავრცელებს ინფორმაციას, გოგოს ოჯახის წევრები ორი დღის განმავლობაში ეძებდნენ, ნოლოს მისი გარდაცვალების შესახებ კი თავად ირინას მეუღლისგან გაიგეს.

ოჯახის წევრების თქმით, გარდაცვლილს ძალადობის კვალი აღენიშნება და არ გამორიცხავენ, რომ ამაში დამნაშავე მისი მეუღლე იყოს.

“არ დაგვირეკეს მკვდარი რომ იყო. რა მკვდარმა თვალი დაილურჯა. აქ ცხოვრობდა, გვაგინებდა, გვლანძღავდა, დაგვიმტვრია საძინებელი. ან სხვას მოაკვლევინა, ან თვითონ მოკლა,”- აცხადებს გარდაცვლილის ბებია.

ირინა თოდაძე მეუღლესთან ერTად ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდა. მეზობლების ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალს ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა. ქალს 4 წლის შვილი დარჩა.

მომხდარზე საქმე თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით არის აღძრული.

იტვირთბა....