მთავარი ციტატა

“თუ ვინმეს გიამაყიათ ნიკოლოზის წარმატებით, უნდა იცოდეთ, რომ მისი წარმატება დიდწილად დაკავშირებულია მის ყოფილ ცოლთან”- ადვოკატი

“ვწუხვართ, მაგრამ თუ მის კარიერას, თუ მის დღევანდელ მდგომარეობას რაიმე დისკომფორტი შეექმნა, ერთადერთი, ვისკენაც მას შეუძლია ხელი გაიშვიროს, საკუთარი თავია. ამავდროულად უნდა ვისაუბროთ, მის პირად წარმატებაში რა როლი აქვს მის ყოფილ მეუღლეს. ქალბატონი ნელი პრაქტიკულად 8 წელი იყო ნიკოლოზ ბასილაშვილთან თანაცხოვრებაში, ნიკოლოზ ბასილაშვილის წარმატება პირდაპირ უკავშირდება მათი თანაცხოვრების პერიოდს. ამაზე თავად ნიკოლოზი საუბრობს არერთ მედიაგადაცემაში, ბეჭდურში, თუ სატელევიზიოში და ის აღიარებს აწ უკვე მისი ყოფილი ცოლის როლს მის სპორტულ კარიერაში. ასე რომ, თუ ვინმეს და ძალიან ბევრს გიამაყიათ ბატონი ნიკოლოზის წარმატებით, უნდა იცოდეთ, რომ მისი წარმატება დიდწილად დაკავშირებულია მის ოჯახთან და პირველ რიგში, მის ყოფილ ცოლთან.”

ანა აბასიზე – ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი ცოლის, ნელი დოროყაშვილის ადვოკატი

ამის შესახებ  ანა აბაშიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

შეგახსენებთ, რომ  22 მაისს ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ბრალდებით დააკავეს. თბილისის საქალაქო სასამართლომ  ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილს აღკვეთის ღონისძიებად გირაო შეუფარდა.

პროკურატურის ინფორმაციით, 21 მაისს თბილისში, ავჭალის დასახლებაში, ბასილაშვილმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ყოფილი მეუღლის მიმართ ფიზიკური ძალადობა მას შემდეგ განახორციელა, რაც ნელი დოროყაშვილი მის სახლში ბავშვის წასაყვანად მივიდა.

 

იტვირთბა....