საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა.
სებ-ის ცნობით, 26 მაისისთვის ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში არ შეცვლილა.
1 აშშ დოლარი კვლავ 3.1916 ლარი ეღირება. დღევანდელი ოფიციალური კურსით, 1 აშშ დოლარი 3.1916 ლარი ღირდა.
ხოლო, შედარებით გაუფასურდა ეროვნული ვალუტის კურსი ევროსთან მიმართებაში. 1 ევრო ხვალ 3.4801 ლარი ეღირება. ძველი კურსით 1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.4795 ლარი იყო.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 26 მაისს ამოქმედდება.