ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ეზუგბაიას თქმით, კოვიდინფიცირებული პაციენტების 72 პროცენტი უკვე გამოჯანმრთელდა

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, მატთან 3 კრიტიკული პაციენტი რჩება, რომელთა მდგომარეობა დინამიკაში უმჯობესდება.

ამის შესახებ ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, ინფიცირებული ახალი პაციენტი მათ ცენტრში არ შეუყვანიათ, ხოლო ამ დროისთვის კლინიკაში 34 პაციენტი მკურნალობს.

“ახალი პაციენტი ჩვენთან არ შემოსულა გუშინ. ისევ 3 მძიმე პაციენტი გვყავს, რომელთა მდგომარეობა დინამიკაში უმჯობესდება, დღესაც შეიძლება ვთქვათ, რომ დასტაბილურებულია სიტუაცია, პროგრესირება არ შეიმჩნევა, პირიქით, გარკვეულწილად რადიოლოგიური მონაცემების მხრივ არ გვაქვს მკვეთრი გაუმჯობესება, მაგრამ ლაბორატორიული მონაცემებით და ობიექტური სტატუსით, დინამიკა გაუმჯობესებულია და ალბათ პროგნოზი კეთილსაიმედო უნდა იყოს სამივე პაციენტთან”, – განაცხადა ეზუგბაიამ.

ამასტან, ეზუგბაიას თქმით, კოვიდისგან გამოჯანმრთელებულების რაოდენობა უკვე 72%-ს შეადგენს.

ამ დროისთვის საქართველოში ახალი კორონავირუსის 731 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი, 526-ს შეადგენს. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე. ახალი კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 12 პაციენტი გარდაიცვალა.

იტვირთბა....