aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ივანიშვილმა გაუგონარი რამ გვაჩვენა, როგორ დაატივტივებს ხეს ზღვაში, ხოლო, კალაძის ნოუ ჰაუა-ხე ქვაში”- ლევან ხაბეიშვილი აქციას მართავს

aviabiletebi
ავიაბილეთები

საკრებულოს ოპოზიციონერი წევრები დიღმის ჭალების ტერიტორიაზე საპროტესტო აქციას მართავენ.

აქციას “ნაციონალური მოძრაობის” წევრი, ლევან ხაბეიშვილი ხელმძღვანელობს და აცხადებს, რომ იმის მაგივრად აღნიშნული ტერიტორია მერიას გაემწვანებინა, აქ საყოფაცხოვრებო და სამშენებლო ნარჩენები იყრება.

აქციის წევრები კახა კალაძისგან მოითხოვენ, რომ დიღმის ჭალების განადგურება შეჩერდეს.

როგორც ხაბეიშვილი აცხადებს, გენერალური გეგმის მიხედვით, ეს დაცული ტერიტორიაა, სადაც ტყე-პარკი უნდა იყოს მოწყობილი.,

“ჯერ ერთი, ივანიშვილმა გაუგონარი რამ გვაჩვენა, როგორ დაატივტივებს ხეს ზღვაში. ხოლო, კალაძის ნოუ-ჰაუა- ხე ქვაში. ახლა სადაც ვდგავართ, ტალახი და ნაგვის გორები რომაა, აქ უნდა იყოს ტყე-პარკი, ესაა დაცული ტერიტორია, ახლა სადაც ვდგავართ. ფაქტობრივად, დედაქალაქში ამაზე მეტი დაცული ტერიტორია არაა. აქ უნდა იყოს გამწვანება, აქ უნდა იყოს ტყე-პარკი, აქ ადამიანები უნდა სეირნობდნენ. მაგრამ აქ თუ ვინმეს ნახავთ მოისეირნეს, მხოლოდ ე.წ. ტრაილერებს, სადაც მათ შორის, სამშენებლო ნაგავსაც ყრიან. და ამასი ფულსაც კი აკეთებენ,”- აცხადებს ხაბეიშვილი.

ხაბეიშვილი კახა კალაძის დაპირებასაც იხსენებს, რომ ის მერად დანიშვნის შემდეგ დიღმის ჭალების ტერიტორიას გააწვანებდა, თუმცა როგორც საკრებულოს წევრი ამბობს, მერმა დაპირება კვლავ არ შეასრულა.

იტვირთბა....