“ბევრჯერ ჰქონდათ შერიგების მცდელობა, თუმცა არ გამოუვიდათ. ნეკა დუმილის სანაცვლოდ სოლიდურ თანხას იღებს. ის, რაც დღეს გავიგე, ჩემთვის მოულოდნელი არ იყო, თუმცა ამის უკან არის გარკვეული ამბები, რომლებიც საზოგადოებამ არ იცის და, ალბათ, დადგება დღე და ნიკა შეძლებს, ყველაფერზე ისაუბროს. ჩემი ინფორმაციით, საქმე ნიკას პირადი ცხოვრების დეტალს ეხება, რასთან დაკავშირებითაც ნელი იყო საქმის კურსში. ეს ამბავი არ უნდა გახმაურებულიყო და ამის სანაცვლოდ ნიკა ყოველ თვე მას 100 000 ლარს უხდიდა… ნეკა ყოველ თვე ძალიან დიდ თანხას იღებდა ნიკასგან, რომ პირადი ცხოვრების ეს დეტალი არ გახმაურებულიყო. ამ თანხის გასამმაგებაზე იყო საუბარი, რამდენადაც ვიცი, რაზეც ნიკასგან მიიღო უარი და დამუქრებია ყოფილ მეუღლეს, შენს კარიერას დავასრულებო…”
მაგდა კლდიაშვილი, ჟურნალისტი
“მთავარი არხი”, გადაცემა “პოსტ ფაქტუმი”
შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლომ ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილს აღკვეთის ღონისძიებად გირაო შეუფარდა. პროკურატურა დაკავებულისთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა. ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი 22 მაისს დააკავეს.
პროკურატურის ინფორმაციით, 21 მაისს თბილისში, ავჭალის დასახლებაში, ბასილაშვილმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ყოფილი მეუღლის მიმართ ფიზიკური ძალადობა განახორციელა. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.