საქართველოს პროკურატურა ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის შეფარდებას ითხოვს. პროკურატურის ინფორმაციით, ბასილაშვილს ბრალდება ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე წარედგინა.
„საქართველოს პროკურატურამ ნ.ბ.-ს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარუდგინა.
“გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 21 მაისს, ქ.თბილისში, ავჭალის დასახლებაში, ნ.ბ.-მ, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ყოფილი მეუღლის ნ.დ.-ს მიმართ ფიზიკური ძალადობა განახორციელა. სამართალდამცველებმა ნ.ბ. 2020 წლის 22 მაის დააკავეს. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება. ბრალდების მხარემ უკვე მიმართა სასამართლოს ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით“, – აღნიშნავენ პროკურატურაში.
თბილისის საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში მსოფლიოს მოქმედი მე-16 ჩოგანის, ნიკოლოზ ბასილაშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიების საკითხზე მსჯელობენ.