ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ტყეს გავუფრთხილდებით, მოვუვლით და მომავალ თაობას გადავცემთ” – მეუფე გერასიმე

ზუგდიდისა და ცაიშის, ავსტრიისა და გერმანიის მიტროპოლიტმა გერასიმე შარაშენიძემ  ეკლესიებისთვის ტყის ფართობების გადაცემაზე კომენტარი გააკეთა.

მეუფე გერასიმეს განცხადებით, სამთავრობო სტრუქტურებში შეიქმნება კომისია და ის განიხილავს, რომელ ეპარქიას რამდენ ტყის მასივს მისცემენ.

„ჯერ არავისთვის არაფერი არ მიუციათ, ეს კანონი არის და უნდა განიხილონ ვის მისცემენ, რამდენს მისცემენ. ეს უნდა განიხილოს შესაბამისმა კომისისამ, რომელიც სამთავრობო სტრუქტურებში შეიქმნება. ჩვენ ვთქვით, რომ გავუფრთხილდებით ამ ტყეს, მოვუვლით და მომავალ თაობას გადავცემთ. სხვა არანაირი დანიშნულება არ ექნება“, – განაცხადა მეუფე გერასიმემ.

პარლამენტმა მესამე მოსმენით „ტყის კოდექსის” კანონპროექტი დაამტკიცა. როგორც ცნობილია, აღნიშნული კანონი ეკლესია-მონასტრებისთვის ტყის გარკვეული მასივების გადაცემასაც ითვალისწინებს.

შეგახსენებთ, პარლამენტში „საქართველოს ტყის კოდექსი“ და მისგან გამომდინარე საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი მესამე მოსმენით დაამტკიცა, რაც იმას ნიშნავს, რომ შესაძლოა საპატრიარქოს  ეკლესია-მონასტრების მიმდებარე ტყის ფართობები საკუთრებაში გადაეცეს.

იტვირთბა....