“რამდენიმე წუთის წინ დამიკავშირდა ჩვენი საელჩო ერევანში და მაცნობეს, რომ სულ ცოტა ხნის წინ განხორციელდა ზარი სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროდან. ზარი განხორციელდა სომხეთის ჯანდაცვის მინისტრის სახელით და გამოთქვა წუხილი იმასთან დაკავშირებით, რომ მისმა გამონათქვამმა, რომელიც მათი განმარტებით არასწორად იყო ინტერპრეტირებული, გაანაწყენა ქართველი კოლეგები.”
დავით ზალკალიანი – საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ამის შესახებ ზალკალიანმა, “იმედის” ეთერში ისაუბრა. რითაც გამოეხმაურა, სომხეთის ჯანდაცვის მინისტრის, არსენ ტოროსიანის განცხადებას.