“ბოლო წლების მანძილზე აბსოლიტურად გაითქვლიფა ქართული ოცნება. პარლამენტში ჩვენ ახლა ვხედავთ კობახიძის ჯგუფს, რომელიც გახდა რატომღაც დომინანტი ჯგუფი. სად იყო ეს ხალხი მაშინ, როდესაც ის მებრძოლები იბრძოდნენ. ჩამოყალიბდა არსაიდან მოსული, უბიოგრაფიო ხალხის ჯგუფი პარლამენტში, რომლებიც ყველაფერს კადრულობენ. ვწუხვარ, რომ ყველაფრის მკადრებელთა კასტა გაჩნდა პარლამენტში. პირადი პატიმარი არის თუ არა პეტროსიანი კობახიძის? არის. უკვე პირადი პატიმრებიც გაიჩინეს. რა დარჩა ქართული ოცნებისგან.. დღეს აღარ არის ქართული ოცნება -ოცნება.”
ირმა ინაშვილი – “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერი
აღნიშნული განცხადება ინაშვილმა, “ტვ პირველის” პირდაპირ ეთერში გააკეთა.