“სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, მშნებელობა, რომელიც მიმდინარეობს, ანას ბაღთან კავშირში არაა. პირიქით, ანას ბაღი კიდევ უფრო გაფართოვდება.”
კახა კალაძე – თბილისის მერი
კალაძე ვარკეთილში მდებარე ანას ბაღის დამცველებს “უსაქმური ადამიანების ჯგუფს” უწოდებს.
მისი მტკიცებით, ანას ბაღს არაფერი ემუქრება და მისივე მერობის პერიოდში, “ბევრი სკვერი და პარკი გადაარჩინეს”.