aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ვინ იქნება წარმოდგენილი საარჩევნო სიაში, ვინ იქნება მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები, ეს უახლოეს მომავალში იქნება ცნობილი”

aviabiletebi
ავიაბილეთები

“რაც შეეხება საარჩევნო სიას, თუ ვინ იქნება წარმოდგენილი საარჩევნო სიაში, ვინ იქნება მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები, ეს უახლოეს მომავალში იქნება ცნობილი”, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, საარჩევნო სიაზე მუშაობა უკვე დაწყებულია.

„როგორც ყველა პარტია მუშაობს, ისე მმართველი პარტია მუშაობს და მალე ყველაფერი იქნება ცნობილი. მაჟორიტარებს რაც შეეხება, მაჟორიტარი იქნება ის, ვისაც გამარჯვების მეტი შანსი ექნება, ვისაც მეტი მხარდამჭერი ეყოლება და დიდი პოპულარობით სარგებლობს კონკრეტულ რაიონებში. რაც შეეხება სიას, პროფესიონალიზმი, განათლება, მათი შემდეგი საქმიანობა, რომელიც მათ უნდა განახორციელონ პარლამენტი და ა.შ.ჯერ მიმდინარეობს მსჯელობა და ყველა იმ კრიტერიუმის გათვალისწინება მოხდება, რომელიც მნიშვნელოვანია ქვეყნის განვითარებისა და წინსვლისთვის“, – განაცხადა კალაძემ.

 

იტვირთბა....