ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

კახეთი კვლავ “მწვანე ზონად” რჩება – რეგიონიდან ლუგარის ცენტრში გაგზავნილი ყველა ნიმუში ნეგატიურია

კახეთიდან ლუგარის ცენტრში გაგზავნილი ყველა ნიმუში კორონავირუსზე უარყოფითია. ამ დრომდე კახეთის რეგიონში კორონავირუსის არცერთი ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა არ დაფიქსირებულა. გუშინ გაგზავნილი 28 კვლევიდან კორონავირუსი არცერთ შემთხვევაში არ დადასტურებულა.

ნიმუშების აღება კოვიდინფექციის კვლევის ფარგლებში ცხელების კლინიკებიდან და კარანტინის სივრცეებიდან დღესაც იგეგმება.

კახეთის რეგიონში ამ დროისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 13 მოქალაქე, ხოლო 8 საკარანტინო ზონაში მოთავსებულია 219 პირი.

იტვირთბა....