“ჯერ დასადასტურებელია, ნამდვილად იყო თუ არა ასეთი განცხადება, იმიტომ, რომ მე ვიცნობ პირადად ბატონ არსენ ტოროსიანს და ცოტა მიკვირს მისგან თუ ეს განცხადება ამ რაკურსით გაკეთდა. მოგეხსენებათ, ჩვენ ძალიან ახლო ერები ვართ, მეზობლები, დიდი ხნის ისტორია გვაქვს და ცოტა მეუცხოვა მისგან ამ ტიპის არადიპლომატიური განცხადება, იმიტომ რომ თუ ასეთი შემთხვევები იყო, რომ აქედან ჩასულ მძღოლს თუ კიდევ სხვას, დაუდგინდა ინფექცია, ანუ საქართველოს მოქალაქეებს, მაშინ ჩვენც და სომხეთიც ვართ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ჯანმრთელობის საერთაშორისო წესების კონვენციის ხელმომწერები.”
ამირან გამყრელიძე – დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი
ამის შესახებ გამყრელიძემ, “რუსთავი 2-ის” ეთერში ისაუბრა. რითაც გამოეხმაურა, სომხეთის ჯანდაცვის მინისტრის, არსენ ტოროსიანის განცხადებას.