ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ნატო რუსეთს მოუწოდებს, რუსეთ-საქართველოს საზღვართან სადამკვირვებლო ფრენებზე შეზღუდვები მოხსნას

რუსული სააგენტო “ტასის” ინფორმაციით, ნატო-ს გენერალურმა მდივნმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ რუსეთმა უნდა მოხსნას შეზღუდვები სადამკვირვებლო ფრენებზე კალინინგრადსა და რუსეთ-საქართველოს საზღვრებთან და „ღია ცის შეთანხმება“ სრულად შეასრულოს, რათა შეთანხმების შენარჩუნება აშშ-ის გასვლის შემდეგაც მოხერხდეს.

რუსეთი შეთანხმების წესების დარღვევის ფაქტებს უარყოფს. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, სერგეი რიაბოკის განცხადებით, დარღვევას ადგილი მხოლოდ აშშ-ს მხრიდან ჰქონდა.

იტვირთბა....