ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ სამჯერ უარი უთხრა მამულაშვილს მოსამართლის თანამდებობაზე გამწესებაზე” – მათიკაშვილის ცოლი უვადო მოსამართლედ დაინიშნა

“ქართული ოცნების” დეპუტატის, დავით მათიკაშვილის ცოლი,  ნინო მამულაშვილი უვადო მოსამართლე გახდა.

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ სამწლიანი გამოსაცდელი ვადის გასვლის შემდეგ, მამულაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში უვადოდ დანიშნა.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის, ნაზი ჯანეზაშვილის ინფორმაციით, ვიდრე მოსამართლე გახდებოდა, მამულაშილი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ გამოცხადებულ კონკურსში 3-ჯერ მონაწილეობდა, თუმცა იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ სამივეჯერ უარი უთხრა მოსამართლის თანამდებობაზე გამწესებაზე.

“2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდგომ, მას შემდეგ, რაც დავით მათიკაშვილი გახდა მეცხრე მოწვევის პარლამენტის წევრი, რამდენიმე თვეში ნინო მამულაშვილმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მხარდაჭერა მოიპოვა და მეოთხე მცდელობის შემდეგ გახდა მოსამართლე. ცხადია ეს გარემოება აჩენს კითხვას, რატომ დაინიშნა ნინო მამულაშვილი მოსამართლის თანამდებობაზე რამდენიმეწლიანი მცდელობის შემდეგ, მხოლოდ მაშინ, როდესაც მისი მეუღლე გახდა საქართაველოს პარლამენტის წევრი და ამძაფრებს ეჭვებს დავით მათიკაშვილის კავშირზე სასამართლოს ე.წ. კლანთან.

სასამართლოს დამოუკიდებლობა ინდივიდუალური მოსამართლის დამოუკიდებლობით იწყება. თუ არ არის ინდივიდუალური მოსამართლე დამოუკიდებელი, კომპეტენტური და ანგარიშვალდებული ხალხის წინაშე, ის ვერასოდეს იქნება მთლიანად სასამართლოს ინსტიტუციური დამოუკიდებლობის გარანტი”, — აღნიშნავს ჯანეზაშვილი

იტვირთბა....