“პირობას გაძლევთ ნამდვილად, რომ ეკლესია, სასულიერო პირი, მე არ მეგულება ასეთი ბარბაროსი ვინმე, რომ ტყე მიიღოს, გაჩეხოს, გაყიდოს და აღარ იყოს ტყე. ასეთი რამე არ იქნება. ასე რომ, თუ ტყე გადაეცემა ეკლესიას, ეს იმას ნიშნავს, რომ ეს ტყე შენარჩუნდება და ექნება ყველას. არც ტყეში შესვლას არავის არავინ არ აუკრძალავს.”
მეუფე ნიკოლოზი – ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტი
ამის შესახებ მეუფე ნიკოლოზმა (ფაჩუაშვილი) ჟურნალისტებს განუცხადა, რითიც გამოეხმაურა კანონპროექტს, რომლითაც შესაძლოა საპატრიარქოს ეკლესია-მონასტრების მიმდებარე ტყის ფართობები საკუთრებაში გადაეცეს.
პარლამენტში „საქართველოს ტყის კოდექსი“ და მისგან გამომდინარე საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი მესამე მოსმენით დაამტკიცა. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილების პროექტის მიხედვით, მართლმადიდებელ ეკლესიას საკუთრებაში შეიძლება გადაეცეს არსებული ეკლესია-მონასტრების მიმდებარე ტყის ფართობი, არაუმეტეს 20 ჰა თითოეულის შემთხვევაში და საქართველოს ტყის კოდექსით განსაზღვრული მიჩენილი ტერიტორიები.