მთავარი ციტატა

“თითოეული თვე შემოდგომამდე ჩვენ უნდა გამოვიყენოთ იმისთვის, რომ ვიყოთ უკიდურესად მზად მეორე ტალღისთვის”

“არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მთელი მსოფლიო დღეს და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ემზადება ეპიდემიის მეორე ტალღისთვის, რაც არის უკიდურესად დიდი გამოწვევა. თითოეული თვე, ზაფხულის თვე შემოდგომამდე ჩვენ უნდა გამოვიყენოთ იმისთვის, რომ ვიყოთ უკიდურესად მზად და ვიყოთ ისეთივე წარმატებული, როგორიც ვიყავით ამ პანდემიასთან ბრძოლაში. ჩვენთვის არაფერი იცვლება, გვემატება ეკონომიკაზე ზრუნვა და გვემატება პოლიტიკური პროცესზე და არჩევნებზე ზრუნვა.”

გიორგი გახარია – პრემიერ-მინისტრი 

ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განაცხადა.

ცნობისთვის, მთავრობის გადაწყვეტილებით, ავტომობილებში სამ ადამიანზე მეტი მგზავრის გადაყვანაზე დაწესებული შეზღუდვა იხსნება. თუმცა, ეს აკრძალვა ტაქსებისთვის ძალაში რჩება. ხოლო, 23 მაისიდან ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათი უქმდება. 

 

იტვირთბა....