ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ეკატერინე ტიკარაძე განმარტავს, რატომ რჩება ძალაში ტაქსებისთვის 3 ადამიანზე მეტის გადაადგილების შეზღუდვა

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე განმარტავს, თუ რატომ რჩება ძალაში ტაქსებისთვის 3 ადამიანზე მეტის გადაადგილების შეზღუდვა.

როგორც ტიკარაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, ამ შეზღუდვის დატოვება პრევენციის მიზნით მოხდა, ვინაიდან ტაქსის მძღოლებს საკმაოდ ბევრ მგზავრთან აქვთ კონტაქტი.

“ეს გადაწყვეტილება ეფუძნება შემდეგს: ტაქსთან მიმართებაში გარკვეული რისკები არსებობს, როდესაც მძღოლი საკმაოდ ხშირად იცვლის თავის მგზავრს და სწორედ ამ პრევენციიდან გამომდინარე დავტოვეთ ეს შეზღუდვა“ , -განაცადა ტიკარაძემ.

ამასტან, ტიკარაძის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა უქმდება, იპიდმგომარეობის ანალიზი გრძელდება და აუცილებლობის შემთხვევაში, შესაბამისი ღონისძიებებიც გატარდება.

ცნობისთვის, მთავრობის გადაწყვეტილებით, ტაქსების გარდა, ავტომანქანაში სამ ადამიანზე მეტის ყოფნის შეზღუდვა იხსნება.

იტვირთბა....