“ბოლო 10 დღის ეპიდემიოლოგიური მონაცემები გვაძლევს, რომ ყოველდღიურად გამოჯანმრთელებულთა რიცხვი აჭარბებს ახლადინფიცირებულთა რაოდენობას, რომელიც ასევე პროგნოზულად გარკვეულად დამაიმედებელი ინდიკატორია… საკარანტინო ზონებმა ძალიან გაამართლა ქვეყანაში, ჩვენ საკარანტინო ზონებში დაახლოებით 120-მდე ახალი შემთხვევა დავაფიქსირეთ, ამით პრევენცია გავუკეთეთ ამ შემთხვევების შემდგომ დისტრიბუციას საზოგადოებაში, ამან შეკავების ფაზაში სერიოზული როლი ითამაშა.”
ამირან გამყრელიძე – დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი
ამის შესახებ ამირან გამყრელიძემ საკოორდინატო საბჭოს სხდომაზე განაცხადა.