ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“საგანგებო მდგომარეობის გაუქმება საერთოდ არ ნიშნავს იმას, რომ პანდემია დამარცხებულია”- გახარია

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით,  საგანგებო მდგომარეობის გაუქმება სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ქვეყანაში პანდემია დამთავრდა.

ამის შესახებ გიორგი გახარიამ საკოორდინატო საბჭოს სხდომაზე განაცხადა.

როგორც გახარია აღნიშნავს, კორონავირუსის გავრცელემა საქართველოში, ისევე როგორც მთელს მსოფლიოში გრძელდება და ამისთვის ბრძოლა არ დამთავრებულა.

“დღეს ჩვენ ოფიციალურად შეგვიძლია გადავდგათ ნაბიჯი საგანგებო მდგომარეობის გაუქმების მიმართულებით. თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ქვეყანაში ყველაფერი კარგადაა და საერთოდ არ ნიშნავს იმას, რომ პანდემია დამარცხებულია. პანდემია საქართველოშიც არ არის დამარცხებული ისევე, როგორც გლობალურად მსოფლიოში.”- აცხადებს გახარია.

შეგახსნებთ, რომ 23 მაისიდან ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათი გაუქმდება.

იტვირთბა....