„დარწმუნებული ვარ, რომ ამ კანონპროექტს დღეს აუცილებლად მიიღებთ, ისევე როგორც ასრულებთ მორჩილად, ყველა მითითებას, რასაც გაძლევთ გახარია და ბიძინა ივანიშვილი, მაგრამ დიდი დღე ამ კანონპროექტს არ უწერია. მერწმუნეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს უფრო შემაშფოთებელი იქნებოდა, რადგან კანონპროექტის მოქმედების ვადა იქნება ბევრად უფრო მოკლე, ვიდრე თქვენი პოლიტიკური სიცოცხლე. მინდა, დღეს ერთი რამ გითხრათ – კიდევ დაფიქრდით კარგად, კანონპროექტს მხარი უნდა დაუჭიროთ თუ არა. მე არ ვიცი, ბიძინა ივანიშვილი სად იქნება არჩევნების შემდეგ, მაგრამ ყველა თქვენგანს, უმრავლესობას ამ ქვეყანაში მოუწევს ცხოვრება.”
სალომე სამადაშილი – “ნაციონალური მოძრაობის” წევრი
აღნიშნული განცხადებით სამადაშვილი ეხმაურება, იმ კანონპროექტის მიღებას, რომელიც საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე შეზღუდვების დაწესებას ითვალისწინებს.