“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე რომან გოცირიძე, ეხმაურება იმ კანონპროექტის მიღებას, რომელიც საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე შეზღუდვების დაწესებას ითვალისწინებს.
როგორც გოცირიძე ჟურნალისტებთან აცხადებს, ძალიან დიდი ზეწოლის და ოპოზიციის არგუმენტების, არასამთავრობო სექტორის, საზოგადოების, სპეციალისტების მიერ განხორციელებული შტურმის შედეგად ხელისუფლებამ უკან დაიხია და ფაქტობრივად კაპიტულაცია გამოაცხადა.
“მიხვდნენ, რომ ეს იყო ანტიკონსტიტუციური კანონი, რომელსაც მოჰყვებოდა სერიოზული სამართლებრივი და პოლიტიკური შედეგები. ეს ძალიან მძიმედ დაუჯდებოდა მთავრობას. შეიძლება, ის მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების საბაბი ყოფილიყი. ასე ვთქვათ, სახის შენარჩუნების მიზნით გამოაცხადეს, რომ ეს კანონი იმუშავებს დაახლოებით, ერთი თვე. იქნება გარდამავალ დებულებაში ჩაწერილი ის ანტიკონსტიტუციური ნორმები, რომლის მიღებასაც ჩვენ ახლა, ვეწინააღმდეგებოდით და ერთი თვის გასვლის შემდეგ, მთელი ეს ისტორია მორჩება. აი, ეს არის შედეგი ერთობლივი ძალისხმევის. ამას მართლაც ჰქვია “ძალა ერთობაშია”. დღეს ერთობაში ვიყავით როგორც ჩვენი არასამთავრობო ორგანიზაციები, ისე ყველა ოპოზიციური პარტია. ვერავითარი არგუმენტი ვერ დაგვიპირისპირეს პარლამენტში დღეს დებატებისას. აღიარეს, რომ დამარცხდნენ. პარლამენტის ბიურის წევრებს “ქართული ოცნებიდან” შევახსენებ გუშინდელ თავდასხმას ჩემზე პარლამენტის ბიუროზე. ასე რიხით, რომ ლაპარაკობდნენ, ეს არის შეუვალი კანონი და მე ვიყავი არასწორი, ასევე რიხით საუბრობდნენ, იმის თაობაზე, რომ თურმე ესენი პილიტპატიმრები კი არ არიან, კრიმინალები არიან, ამ დროს მეორე დღეს მოუწიათ მათი შეწყალება. ასეა, ნუ იტყვი ჰოპლას, სანამ არ გადახტები. დღეს იყო კიდევ ერთი ჩვენი გამარჯვება. “ქართულ ოცნებას” არ გავატანინეთ ის, რაც საქართველოს დემოკარტიას უკან დახევდა დიდ რეპრესიულ ბერკეტს მისცემდა ხელისუფლებას წინასაარჩევნო პერიოდში”, განაცხადა გოცირიძემ.