ახალი ამბები მთავარი ციტატა

“მიშამ გამომიშვა, საქართველოში მედიცინა კარგიაო.. კმაყოფილი ვარ აქაური სიტუაციით” – გიული ალასანია

“მე ვიყავი ცუდად თვითმფრინავში, ალერგია გამიმწვავდა უკრაინაში. მიშამ გამომიშვა, იქ უფრო  საიმედოდ იქნები, კარგად არის მედიცინის საქმე საქართველოშიო. ცუდად ვგრძნობდი თავს, გავიგე რომ თელავში უნდა წავსულიყავი და ვერ მივაღწევდი იქამდე, ბოლო თვეებია დაბალი წნევები მაქვს. ამჯერად თვითმფრინავში მქონდა 159/100-ზე, მაჯა – 120. გამოვიძახეთ სასწრაფოო მითხრეს, და საათნახევარი არ მოსულა. როცა მოვიდნენ გამიკვირდა, ექიმები შორიდან ინტერვიუსავით იღებდნენ, უკრაინაში კარდიოგრამაც გადამიღეს, წნევაც გამიზომეს და ეს შორს დგომა ვერ გავიგე რას ნიშნავდა. თბილისის საკარანტინო სივცეში ვარ, ტესტის პასუხი უარყოფითია. კმაყოფილი ვარ აქაური სიტუაციით.”

გიული ალასანია – საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედა

აღნიშნულ განცხადებას ექსპრეზიდენტის დედა, უკრაინიდან საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით ავრცელებს.

იტვირთბა....