მთავარი ციტატა

“ხომ მაგრად გეწყინათ, ზურაბიშვილმა რომ შეიწყალა პოლიტპატიმრები და თქვენ რომ არც იცოდით? მესმის თქვენი”- ბოკერია უმრავლესობას

“თუ დასახურია რამე, თქვენი აზრით, თქვენს ხელშია მაინც და რატომ ამბობთ თქვენს ფუნქციაზე უარს? ერთ მაგალითს მოგიყვანთ. შეიძლება, ზოგიერთ თქვენგანს ილუზია აქვს, რომ ჩვენ მაინც ცალკე გვეტყვის მთავრობა და ჩვენი წონა გვაქვსო, მე არ ვიცი ვის აქვს ეს ილუზია. ხომ მაგრად გეწყინათ, ზურაბიშვილმა რომ შეიწყალა პოლიტპატიმრები და თქვენ რომ არც იცოდით? ხომ გეწყინათ მართლა? მესმის თქვენი. თალაკვაძეს რომ უთხრა და ალბათ, კობახიძეს, მდინარაძეს და თქვენ რომ არც გითხრეს, ეს პოლიტიკური თავმოყვარეობის საკითხი არ იყო თქვენთვის ? აღარც გინდათ, რომ გკითხონ? რა შუაშია ოპოზიციას უნდა, რომ დაგვღუპოს? და ვინ გეუბნებათ ამას? თქვენს ხელშია, ვიდრე ხალხი გადაგირჩევთ და რატომ არ გინდათ, რომ თქვენს ხელში იყოს ? ეს გამოსვლები გიშლით ნერვებს.”

გიგა ბოკერია – “ევროპული საქართველოს“ წევრი

ამის შესახებ ბოკერიამ პარლამენტის საგანგებო სესიის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც “საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ” კანონში ცვლილებების პროექტს განიხილავენ.

 ცვლილებეის მიხედვით, მთავრობას ქვეყანაში შემზღუდავი ღონისძიებების გატარება საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშეც შეეძლება. კანონპროექტს ოპოზიციისა და დამოუკიდებელი დეპუტატები მხარს არ უჭერენ და აცხადებენ, რომ მისი მიღება არადემოტრატიული და არაკონსტიტუციურია.

 

 

 

 

იტვირთბა....