ჩოხატაურში, სოფელ გუთურში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს.
როგორც „მეტრონომს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ს 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
უწყების ცნობით, სავარაუდო დამნაშავე დაკავებულია. მათივე ინფორმაციით, საქმეზე შესაბამისი საგამოძიებო ღონისძიებები ტარდება.