“ისმის პოლიტიკური თემებით გაზავებული კითხვები, ამ ტრადიციას თუ მივყვებით, ჩვენც შეიძლება ვთქვათ – საგანგებო მდგომარეობის შენარჩუნება ხომ არ უნდათ ჩვენს ოპონენტებს იმისთვის, რომ საერთოდ არჩევნები არ ჩატარდეს ან არჩევნების წინა პერიოდში შეიქმნას ისეთი ვითარება, როდესაც უმართავი გახდება სიტუაცია. ასეთი ეჭვების გამოთქმის საფუძველიც არსებობს.”
გია ვოლსკი – არლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე
ამის შესახებ გია ვოლსკიმ ჟურნალისტებტან განაცხადა, რითაც ოპოზიციის წევრების განცხადებებს გამოეხმაურა.
პარლამენტის საგანგებო სესიის პლენარულ სხდომაზე დღეს “საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ” კანონში ცვლილებების პროექტს განიხილავენ. ცვლილებეის მიხედვით, მთავრობას ქვეყანაში შემზღუდავი ღონისძიებების გატარება საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშეც შეეძლება. კანონპროექტს ოპოზიციისა და დამოუკიდებელი დეპუტატები მხარს არ უჭერენ და აცხადებენ, რომ მისი მიღება არადემოტრატიული და არაკონსტიტუციურია.