ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათი 23 მაისიდან უქმდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველის, ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათი 22 მაისის ჩათვლით მოქმედებს და შესაბამისად, 23 მაისიდან გაუქმდება.

ამის სესახებ ირაკლი ჩიქოვანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

“22 მაისის შემდეგ, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე არ იქნება საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათი. ეს გულისხმობს, რომ შეზღუდვა იმოქმედებს 22 მაისის 00:00 საათამდე და შეზღუდვა მოიხსნება 23 მაისს,”- განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

რაც შეეხება სხვა შეზღუდვების შემსუბუქებას, როგორც ჩიორვანი განმარტავს, აქამდე ყოველ კონკრეტულ შეზღუდვაზე მსჯელობდა საკოორდინაციო საბჭო მთავრობის, ეპიდემიოლოგებისა და მედიკოსების მონაწილეობით დაეს შეზღუდვები იქნება ეტაპობრივად მოხსნილი.

პრეზიდენტის დეკრეტი საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ 22 მაისის ჩათვლით მოქმედებს. შესაბამისად, საგანგებო მდგომარეობა და მის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვები, მათ შორის, კომენდანტის საათი ხვალ,  22 მაისსაც იმოქმედებს.

როგორც გიორგი გახარიამ განაცხადა, მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, აღარ გაგრძელდეს საგანგებო მდგომარეობა და აღარ გაგრძელდეს შესაბამისად კომენდანტის საათი.

 

 

 

იტვირთბა....