მთავრობის გადაწყვეტილებით, საგანგებო მდგომარეობა და შესაბამისად კომენდანტის საათი აღარ გაგრძელდება.
ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მიისვე თქმით, ყველა ნაბიჯი გონივრულად უნდა გადაიდგას, რათა მოქალაქეების ჯანმრთელობა დაცული იყოს.
“ყველას ძალან კარგად გვესმის, რომ ვალდებულება ნელ-ნელა, ფრთხილად, გააზრებულად დავუბრუნდეთ ჩვენს ნორმალურ ცხოვრებას, როგორც ეკონომიკური მიმართულებით, ასევე ჩვენი სოციალური მიმართულებით ყიოველდღიური ცხოვრებით, არის უკიდურესად მნიშვნელოვანი, ამიტომ მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, აღარ გაგრძელდეს საგანგებო მდგომარეობა და აღარ გაგრძელდეს შესაბამისად კომენდანტის საათი“, – განაცხადა პრემიერმა.
ამასთან, როგორც პრემიერმა აღნიშნა, ვალდებულებაა, ქვეყანა ნელ-ნელა რაციონალურად, მაგრამ ძალიან ფრთხილად ცხოვრების ჩვეულ ტემპს დაუბრუნდეს.