“რამდენადაც ვიცი, ტედროსს უჩვეულოდ მჭიდრო კავშირები ჰქონდა პეკინთან პანდემიამდე დიდი ხნით ადრე და ეს ღრმა შეშფოთებას იწვევს.”
მაიკ პომპეო – აშშ-ის სახელმწიფო მდივანი
აღნიშნული განცხადება პომპეომ სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანს არ დაუზუსტებია, თუ რა კავშირებზეა საუბარი.