ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

უხანში ველური ცხოველების საკვებად გამოყენება, ყიდვა, გაყიდვა და მოშენება 5 წლით აიკრძალა

ქალაქ უხანის ადგილობრივმა ხელისუფლებამ ველური ცხოველების საკვებად გამოყენება, მათზე ნადირობა და მათი მოშენება აკრძალა – ინფორმაცია ამის შესახებ, უხანის მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

მთავრობის გადაწყვეტილებით, უხანის ტერიტორიაზე ასევე აიკრძალა ველური ცხოველების ყიდვა და გაყიდვა. გარდა ამისა, საკვებში ველური ცხოველებისგან მომზადებული ნებისმიერი პროდუქტის გამოყენება იკრძალება.

ველური ცხოველების გაყიდვა იკრძალება, როგორც ტრადიციული მეთოდით, მაღაზიებსა და ბაზრობებში, ასევე ინტერნეტით. აკრძალვა ძალაში დღეს შევიდა და ხუთი წლის განმავლობაში იმოქმედებს.

იტვირთბა....