ახალი ამბები მთავარი ციტატა

“იგივე მასშტაბით რომ იმუშაოს საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა, II ტალღას მივიღებთ” – გამყრელიძე

გამყრელიძე

“ახლა რომ იგივე მასშტაბით იყოს საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მეტროთი და ავტობუსებუთ გადაადგილება, დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რომ მალე მივიღებთ ვირუსის გავრცელების მეორე ტალღას. ამიტომ ეს წესები, ონლაინ მუშაობა იმიტომ დაუშვა სახელმწიფომ… ამიტომ ვამბობთ, რომ კორონავირუსმა მთელს მსოფლიოში ბევრი რამე შეცვალა, შეარყია სამყარო, ბევრი სამსახური გადავა ონლაინ სამუშაოზე, სადაც ამის შესაძლებლობა იქნება. და ნაკლები მობილობა. ჩვენ რომ დღეს ნაკლები დაზიანება გვაქვს ქვეყანაში, მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორი იყო სწორედ მობილობის სერიოზული დაგდება.”

ამირან გამყრელიძე – დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი

აღნიშნული განცხადება გამყრელიძემ, ბრიფინგზე გააკეთა.

იტვირთბა....