ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“მან ქვეყნის ინტერესები დააყენა თავის პირად ინტერესებზე წინ და ეს ნამდვილად ის არის, როგორც უნდა იქცეოდეს ნამდვილი ლიდერი” – დეგნანი

საქართელოში ამერიკის ელჩმა კელი დეგნანმა ონლაინ პრესკომფერენციაზე, საქართველოს პრეზიდენტის გადაწვეტილებასთან დაკავშირებით, განცხადება გააკეთა თქვა, რომ ზურაბიშვილმა ქვეყნის ინტერესები დააყენა თავის პირად ინტერესებზე წინ.

ელჩის განცხადებით, მიღებული გადაწყვეტილება საქართველოში არსებულ პოლიტიკურ სიტუაციას გააჯანსაღებს.

„კიდევ ერთხელ უნდა აღვნიშნო, რომ ჩემი როლი არ მდგომარეობს იმაში, რომ რაღაც გარკვეულ კატეგორიებს მივაკუთვნო ადამიანები და ვთქვა, ვინ ვინ არის. საქართველოს პრეზიდენტმა მიიღო ძალიან გაბედული გადაწყვეტილება დაძაბულობის გასანეიტრალებლად და დეპოლარიზაციისთვის. კარგად ჩანდა, რომ მისთვის ეს იყო რთული გადაწყვეტილება. მან ქვეყნის ინტერესები დააყენა თავის პირად ინტერესებზე წინ და ეს ნამდვილად ის არის, როგორც უნდა იქცეოდეს ნამდვილი ლიდერი.

იმედი მაქვს, ეს მოქმედება დაეხმარება, შეიქმნას პირობები სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნებისთვის, რაც მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, რაც მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება საქართველოს დემოკრატიული განვითარების მიმართულებით, რადგან ამ პროცესს დიდი ყურადღებით აკვირდება ყველა და ქვეყანამ უნდა შეძლოს, წარმოაჩინოს თავისი ერთგულება დემოკრატიის მიმართ სანდო, თავისუფალი და გამჭვირვალე არჩევნებით“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

იტვირთბა....