ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“თუ როდის, რა პრინციპებით და რა წესების დაცვით ამუშავდება ქვეყანაში საზოგადოებრივი ტრანსპორტი – ამაზე გადაწყვეტილება იქნება მალე მიღებული” – გამყრელიძე

ამ ტიპის გადაწყვეტილებებს იღებს საკოორდინაციო საბჭო, რომელიც აჯერებს სხვადასხვა მოსაზრებებს, მტკიცებულებაზე დაფუძნებულ ინფორმაციებს და მის მიხედვით მიიღება გადაწყვეტილება – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ბრიფინგზე, საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამუშავებასთან დაკავაშირებით განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მალე იქნება მიღებული.

„ამ ტიპის გადაწყვეტილებებს არ იღებს ნამდვილად არც ამირან გამყრელიძე, არც პაატა იმნაძე და არც ხათუნა ზახაშვილი. ამ ტიპის გადაწყვეტილებებს იღებს საკოორდინაციო საბჭო, რომელიც აჯერებს სხვადასხვა მოსაზრებებს, მტკიცებულებაზე დაფუძნებულ ინფორმაციებს და მის მიხედვით მიიღება გადაწყვეტილება. ყველაზე ახლო რაც შემიძლია გითხრათ და ეს დეკლარირებულია, რომ 22-ში გაუქმდება საგანგებო მდგომარეობა ქვეყანაში. დღესაც ითქვა საკოორდინაციო საბჭოზე, რომ ჩვენ ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ მეზობლების მაგალითებზე დაყრდნობით, რომ რამდენიმე შემზღუდველი ღონისძიება სწრაფი ტემპით შევამსუბუქოთ. ამიტომ, საზოგადოებრივ ტრანსპორტზე მოთხოვნა, რა თქმა უნდა, დიდია. იცით, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი ძირითადად მაინც დიდ ქალაქებშია დატვირთული, განსაკუთრებით მეტრო თბილისში, ავტობუსები და ა.შ. მე შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ამაზე მიმდინარეობს მსჯელობა და ეს, რა თქმა უნდა, შეიძლება არ იყოს ხვალ და ზეგ, მაგრამ ამაზე გადაწყვეტილება იქნება მალე მიღებული, თუ როდის, რა პრინციპებით და რა წესების დაცვით ამუშავდება ქვეყანაში საზოგადოებრივი ტრანსპორტი“,- განაცხადა გამყრელიძემ.

იტვირთბა....