ახალი ამბები ეკონომიკა მთავარი საზოგადოება

ეროვნულმა ბანკმა ლარის ხვალინდელი კურსი დაადგინა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა.

სებ-ის ცნობით, 21 მაისისთვის ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში მცირედით გაუფასურდა.

1 აშშ დოლარი 3.2012 ლარი ეღირება. დღევანდელი ოფიციალური კურსით, 1 აშშ დოლარი 3.2010 ლარი ღირდა.

ხოლო, გამყარდა ეროვნული ვალუტის კურსი ევროსთან მიმართებაში. 1 ევრო ხვალ 3.5028 ლარი ეღირება. ძველი კურსით 1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.5115 ლარი იყო.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 21 მაისს ამოქმედდება.

იტვირთბა....