მთავარი ციტატა

“ეს არის პარლამენტის როლის დასუსტების მატარებელი, რაც ძალიან სახიფათოა”

“ეს არის პარლამენტის როლის დასუსტების მატარებელი, რაც ძალიან სახიფათოა და ბუნებრივია, ასეთ ინიციატივას მხარს ვერ დავუჭერ. დაუშვებლად მიმაჩნია, დაჩქარებული წესით, ორ დღეში ისეთი კანონპროექტის მიღება, რომელმაც შეიძლება მასიურად, პირთა განუსაზღვრელი წრის მიმართ შეზღუდოს ადამიანის უფლებები, რომელიც კონსტიტუციითაა გარანტირებული. არასდროს მახსენდება, რომ კონსტიტუციური უფლებების შეზღუდვას ეხებოდეს კანონპროექტი, სისხლის სამართლის პროცესში შედიოდეს ცვლილება და მას არ იხილავდეს იურიდიული და ადამიანის უფლებთა დაცვის კომიტეტი.”

 

ეკა ბესელია – პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი

აღნიშნულით ბესელია ჟურნალისტებთან გამოეხმაურა კანონპროექტს, რომლის მიხედვითაც მთავრობას ქვეყანაში შემზღუდავი ღონისძიებების გატარება საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშეც შეეძლება.

შეგახსენებთ, რომ “საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ” კანონში ცვლილებების მიხედვით, მთავრობას ქვეყანაში შემზღუდავი ღონისძიებების გატარება საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშეც შეეძლება.

ამასთან დაკავშირებით, “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ განაცხადა, რომ ფაქტობრივად, ესაა მთავრობის ხელში სერიოზული იარაღი, რომელიც შეიძლება ბოროტად იქნეს გამოყენებული.

იტვირთბა....