ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ეზუგბაიას ცნობით, ინფიცირების 11 ახალი შემთხვევიდან 9 ბოლნისს უკავშირდება

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექრტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ბოლო 24 საათში 11 ახალი ინფიცირების შემთხვევის წყარო ცნობილია და მათგან 9 შემთხვევა ე.წ. ბოლნისის კლასტერს უკავშირდება.

ამის შესახებ მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებთან განაცხადა.

„11 ახალი შემთხვევიდან შეგვიძლია ვთქვათ, რომ ყველა ცნობილი წყაროა. თერთმეტიდან ცხრა არის ბოლნისი და ეს არის ორი სოფელი – გეტა და მუშევანის დადასტურებული შემთხვევა. ესენი არიან დადასტურებული შემთხვევების კონტაქტები. ორი შემთხვევა კიდევ ახალი დადასტურებულიდანაა. ეს არის თვითიზოლაციაში მყოფი ორი პაციენტი“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

მიისვე თქმით, ამ დროისთვის კოვიდ-ცენტრებში 226 პაციენტი მკურნალობს, ხოლო გამოჯანმრთელებუთა საერთო რაოდენობა 475-ს შეადგენს.

შეგახსენებთ, რომ სოფელ მუშევანში გუშინ კორონავირუსის ინფიცირების 5, დღეს კი 4 შემთხვევა დაფიქსირდა.

იტვირთბა....