ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“არ მქონია არანაირი პირადი კომუნიკაცია, ეს არ არის ჩემი დონე, მაგრამ ვაპირებ ძალიან კატეგორიულად მათ მოვთხოვო თავის თავში თავშეკავება” – პრეზიდენტი სენატორებზე

არ მქონია არანაირი პირადი კომუნიკაცია, ეს არ არის ჩემი დონე, მაგრამ ვაპირებ ძალიან კატეგორიულად მათ მოვთხოვო თავის თავში თავშეკავება – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა “რუსთავი 2-ის” ეთერში განაცხადა.

“არ მქონია არანაირი პირადი კომუნიკაცია, იმიტომ რომ ეს არ არის ჩემი დონე, (თუ არ შევხვდები რომელიმე კონფერენციაზე. მაგალითად, აქ როცა იყვნენ თავის დროზე მაკკეინის კონფერენციაზე) მაგრამ ვაპირებ ძალიან კატეგორიულად, ახლა მაქვს ამის ყველანაირი უფლება, რადგან ვითამაშე საკმაოდ დამაწყნარებელი როლი, რომ ყველას მოვთხოვო თავისი მხრიდანაც თავის თავში თავშეკავება გამონახოს. ეს იქნება „ტვიტერის“ პასუხებით, თუ პირადი კონტაქტებით. ეს არ უნდა გავაბუქოთ, რადგან ბოლო პერიოდში ზუსტად 29 პრეზიდენტს დაველაპარაკე, გაეროს გენმდივანს, ევროკავშირის საბჭოს თავმდჯომარეს. ყველა პრეზიდენტებთან საუბრის დროს, პირველ რიგში კოვიდი იყო თემა და შემდეგ ჩვენი ურთიერთობა ევროკავშირთან, როგორ განვავითაროთ ურთიერთობები, რა არის ჩვენი ახალი მოთხოვნები, სად უნდა ვიყოთ ხვალ. ევროკავშირის კარები ხვალ დილით რომ არ გაიღება, ეს თქვენც იცით, მეც ვიცი და საზოგადოებამაც. ეს არ არის ჩვენი დღევანდელი ამოცანა, ჩვენი დღევანდელი ამოცანა არის, რომ შევაღწიოთ იქ, სადაც ჩვენ გვჭირდება, რომ ვიყოთ” – განაცხადა ზურაბიშვილმა.

იტვირთბა....