დღეს ცოტნე გამსახურდიას საქმესთან დაკავშირებით, დისტანციური სხდომა ჩატარდა. სხდომაზე მოსამართლემ მიიღო გადაწყვეტილება და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალდებული თორნიკე ქვათაძის მიმართ სამართლებრივი დევნა შეწყდა.
შგახსენებთ, რომ ცოტნე გამსახურდიას დაჭრის ფაქტზე თავდაპირველად ხუთი პირი იყო ბრალდებული. ამჟამად ორი ბრალდებულს გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობას ედავებოდა, ორ პირს კი დანაშაულის შეუტყობინებლობას.
ცნობისთვის, საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას შვილი, ცოტნე გამსახურდია 19 დეკემბერს თბილისში, ვერაზე დაჭრეს.