მთავარი ციტატა

“აღსანიშნავია, რომ ერთი პოლიტპატიმარი – გიორგი რურუა – ჯერ კიდევ ელოდება გათავისუფლებას”- დევიდ მაკალისტერი

“მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ მივესალმები პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას, რაც 15 მაისს მოხდა. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ერთი პოლიტპატიმარი – გიორგი რურუა – ჯერ კიდევ ელოდება გათავისუფლებას. მე მინდა კითხვით მივმართო საგარეო ქმედებათა სამსახურის გენერალურ დირექტორატს – თუ წარმოადგენს ეს ჩვენთვის პრობლემას და რას ვაკეთებთ იმისთვის, რომ 8 მარტის შეთანხმების თანახმად, ყველა პოლიტიკური პატიმარი გათავისუფლდეს.”

დევიდ მაკალისტერი – ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ხელმძღვანელი

ცნობისთვის, ევროპარლამენტში საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე მომზადებულ ანგარიშს განიხილავენ, რომელიც საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებულ ასოცირების შეთანხმების შესრულებას ეხება.

ანგარიშში აღნიშნულია საქართველოში ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენებიც, რომელიც პრეზიდენტის მიერ გამოცემულ შეწყალების აქტს უკავშირდება და მიმდინარე პროცესების გამო შეშფოთებას გამოთქვამენ.

ევროპარლამენტარები ოპოზიციონერი პოლიტიკოსების გათავისუფლოებას დადებითად აფასებენ და საქართველოსგან 8 მარტის შეთანხმების სრულად შესრულებას ელოდებიან. 

 

იტვირთბა....