ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“საქართველომ ეს ეპიდემია უნდა გამოიყენოს როგორც შესაძლებლობა და კახეთში ამის გაკეთების შესაძლებლობა იქნება”- გახარია

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, საქართველომ ეკონომიკური თვალსაზრისით მსოფლიოში შექმნილი ვითარება თავის სასარგებლოდ უნდა გამოიყენოს.

ამის შესახებ გიორგი გახარიამ კახეთში ვიზიტისას განაცხადა.

როგორც გახარია აღნიშნავს, ახლა ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ადამიანის ჯანმრთელობა და ვირუსთან ბრძოლა იყოს პრიორიტეტი ნომერი ერთი.

“ახლა კახეთში ამის თქმა საამაყოა იმიტომ, რომ აბსოლუტურად კარგად მიდის აქ ყველაფერი, მაგრამ ისიც კარგად გვესმის, რომ ეკონომიკა არ უნდა დაგვავიწყდეს და საცოდაობაა კახეთში ასეთ დროს, ასეთ ამინდში, ასეთ სეზონზე, ასეთი მომზადებული და ცარიელი კახეთი მძიმე საყურებელია. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ნელ-ნელა ძალიან ფრთხილად ყველა წესის დაცვით ეკონომიკა ავამოქმედოთ, ავამუშავოთ. პირველ რიგში ეს ეხება ტურიზმს,”- აცხადებს გახარია.

მისივე თქმით, კახეთში უზარმაზარი ტურისტული პოტემციალი დაგროვდა, ამიოტმ ეპიდემიის დროს კახეთმა ეს შესაძლებლობა მაქსიმალურად უნდა გამოიყენოს.

“ბოლო წლების განმავლობაში კახეთში დაგროვდა უზარმაზარი კომპეტენცია სტუმარ-მასპინძლობის დარგში, აშენდა ბევრი ახალი სატუმრო, გაშენდა ვენახები, გაკეთდა ბევრი მარანი და ამ ყველაფერს სჭირდება მომხმარებელი. ამიტომ მარტივ რამეს ვამბობთ, საქართველომ ეს ეპიდემია და კრიზისი უნდა გამოიყენოს როგორც შესაძლებლობა და კახეთში ამის გაკეთების შესაძლებლობა იქნება. მსგავსი კომპლექსები ჩვენ უბრალოდ შეგვიძლია გამოვაცხადოთ კოვიდისგან სუფთა ზონებად. არ იქნება ეს რთული, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი წესი იქნება დასაცავი,”- აცხადებს გიორგი გახარია.

მიისვე თქმით, არაა საკმარისი, რომ საქართველო კარგად უმკლავდება კოვიდის რისკებს, ვინაიდან როცა მსოფლიო პანდემიაზე გაიმარჯვებს, ეს ყველას დაავიწყდება.

იტვირთბა....