მთავარი ციტატა

“ეს არის ბერკეტი, რომ პარლამენტის როლი მინიმუმამდე იყოს დაყვანილი, ამის მოთხოვნაც კი, უბრალოდ თავხედობაა”

“ნებისმიერი შეზღუდვა, რომელიც მთავრობას მიაჩნია, რომ უნდა დაწესდეს, ჯერ უნდა შემოვიდეს პარლამენტში და მოითხოვოს ამ კონკრეტული უფლებების მოპოვება, უფლების მინიჭება. ეს არის ბერკეტი იმისთვის, რომ პარლამენტის როლი მინიმუმამდე იყოს დაყვანილი, მითუმეტეს წინასაარჩევნო პერიოდში ამის მოთხოვნაც კი, უბრალოდ თავხედობაა. შესაბამისად, ჩვენ ამას მხარს არ დავუჭერთ, პირიქით, მოვუწოდებთ უმრავლესობის წევრებსაც, ეს არ გააკეთონ, რადგან დააზიანებს დემოკრატიას და ისედაც შელახულ იმიჯს.”

 სერგო რატიანი – „ევროპული საქართველოს“ წევრი

ამის შესახებ სერგო რატიანმა ჟურნალისტებთან იმ შესაძლო საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ განაცხადა, რომლის მიხედვითაც მთავრობას შემზღუდავი ღონისძიებების გატარება საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშეც შეეძლება.

დღეს ბიუროს სხდომაზე “საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ” კანონში ცვლილებების პროექტის ინიცირება იგეგმება. კანონპროექტი საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე მთავრობისთვის  შემზღუდავი ღონისძიებების განხორციელების უფლების მინიჭებას გულისხმობს.

კანონპროექტის თანახმად, საკარანტინო ღონისძიებები ახლებურად განისაზღვრება და გულისხმობს ისეთ ღონისძიებებსაც, რაც დაკავშირებულია გადაადგილების, ეკონომიკური საქმიანობის, საკუთრების, თავშეყრის, შრომისა და სხვა უფლებების შეზღუდვასთან.

იტვირთბა....