ახალი ამბები მთავარი ციტატა

“სააკაშვილს, შევარდნაძეს შეეძლოთ ეთქვათ, ჩემი მეგობარი ბეიკერი, მაგრამ ივანიშვილი წარმოგიდგენიათ ჭორვილიდან ურეკავდეს რომელიმე მნიშვნელოვანი სახელმწიფოს მინისტრს?!..” – დუმბაძე

“მიხეილ სააკაშვილი, ედუარდ შევარდნაძე, რომლებსაც შეეძლოთ ეთქვათ: ჩემი მეგობარი ბეიკერი, ჩემი მეგობარი გეიშერი, ეს არ არის პატარა საქმე. მე შევარდნაძეს 11 წლის განმავლობაში ვებერძოდი, მაგრამ ის რომ მას შეეძლო ტელეფონი აეღო და დაერეკა საგარეო საქმეთა მინისტრთან, უზარმაზარი სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრთან – პირადი კონტაქტი ეს ძალიან მნიშვნელოვანია სახელმწიფოსთვის. აბა თქვენ წარმოიდგინეთ, რომ ბიძინა ივანიშვილი ჭორვილიდან ურეკავს რომელიმე მნიშვნელოვანი სახელმწიფოს, ვთქვათ ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრს. ეს თქვენ წარმოგიდგენიათ, ასეთი რამ არ ხდება.”

მურმან დუმბაძე – “ქართული ოცნების” ყოფილი წევრი

აღნიშნული განცხადება დუმბაძემ, “ტვ პირველის” ეთერში გააკეთა.

 

იტვირთბა....