ახალი ამბები მერია მთავარი საზოგადოება

სანიტარიული ჭრების ფარგლებში, პეკინის გამზირიდან ჟვანიას მოედნამდე დაავადებული და ხმობადი ფიჭვები მოიჭრება

თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის გადაწყვეტილებით, დედაქალაქში დაავადებული და ხმობადი ფიჭვების  ჭრა გრძელდება.

19 მაისს, პეკინის გამზირიდან ჟვანიას მოედნამდე არსებულ გზაგამყოფ კუნძულზე დაავადების გავრცელების პრევენციის მიზნით, 33 ძირი დაავადებული და ხმობადი ფიჭვი მოიჭრება, მათ ნაცვლად კი ჯანსაღი ხეები დაირგვება.

სანიტარიული ჭრების გადაწყვეტილება უცხოელი ექსპერტების მიერ ჩატარებულ კვლევას ეყრდნობა, რომლის მიხედვითაც, ფიჭვებზე მავნებელი მწერია გავრცელებული.

დედაქალაქში უკვე 40 000-ზე მეტი დაავადებული და ხმობადი ფიჭვი მოიჭრა. სანიტარიული ჭრები თბილისის სხვადასხვა ტერიტორიაზე ეტაპობრივად გაგრძელდება.

აღნიშნულ სამუშაოებს შპს „ეკოსერვის ჯგუფი“ ახორციელებს.

იტვირთბა....