გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 20 მაისიდან საქართველოში ტემპერატურა 30-35 გრადუსამდე მოიმატებს.
თუმცა, სააგენტოს ცნობით, მანამდე, 18-19 მაისს საქართველოს ცალკეულ რაიონში შესაძლოა აღინიშნოს ხანმოკლე წვიმა ელჭექით. კერძოდ, დღის საათებში საქართველოს დაბლობსა და ბარში მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურა +21, +26 გრადუსის ფარგლებში.
სინოპტიკოსების პროგნოზით, 20-21 მაისს მოსალოდნელია ცხელი და უმეტესად უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა 21 მაისს +30, +35 გრადუსამდე მოიმატებს.
რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში უნალექო ამინდი იქნება.