ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ოცნებასა და ბოკერიას შორის მოლაპარაკებები ყოველთვის მიდიოდა და სწორედ ამიტომ ჩამოშორდა ის სააკაშვილს”- დავით ჭიჭინაძე

დამოუკიდებელი დეპუტატი, დავით ჭიჭინაძე სოციალურ ქსელში ხელისუფლებასთან “ევროპული საქართველოს“ ლიდერის, გიგა ბოკერიას ურთიერთობაზე წერს.

ჭიჭინაძის განცხადებით, “ქართულ ოცნებას“ და გიგა ბოკერიას შორის მოლაპარაკებები ყოველთვის მიდიოდა და სწორედ ამიტომ ჩამოშორდა ის მიხეილ სააკაშვილს.

მიისვე თქმით, ეს ორი ძალა ერთმანეთის დაბალანსებით ცდილობს ხელისუფლებაში დარჩენას, ხალხის სასიკეთოდ კი არაფერი გაკეთებულა.

“ოცნებას“ და ბოკერიას შორის მოლაპარაკებები ყოველთვის მიდიოდა და სწორედ ამიტომ ჩამოშორდა ის სააკაშვილს.

ამის დასტურია ისიც, რომ სწორედ, „ნაცმოძრაობიდან“ გამოყოფის შემდეგ დაუბრუნეს, „ევროპული საქართველოს“ ფრთას ფული, ბიზნესი, პრაქტიკულად ყველაფერი…

ამას გარდა, „ქართული ოცნება“ ხომ გვპირდებოდა ბიზნესის ხელშეწყობას და არის რამე განხორციელებული?! ვინმეს ახალი ბიზნესმენი გაგიგიათ ამ ქვეყანაში?

ახლაც ზუსტად ისინი არიან, ზუსტად ის ბიზნესებია, რომელიც ადრე, სააკაშვილის ხელისუფლების ფრთის ქვეშ იყო!

ტენდერებსაც თბილისში, ზუსტად იგივე ადამიანები იგებენ, ვინც ადრე. ამ შემთხვევაში ძირითადად „ევროპილი საქართველოს“ ფრთა. ეს ყველამ იცის სახელებით და გვარებით.

მოკლედ, ეს ის ორი ძალაა, რომელიც ერთმანეთის დაბალანსებით ცდილობს ხელისუფლებაში დაბინავებას, ხალხის სასიკეთოდ კი, არცერთი არაფრის გამკეთებელი არაა“,- ამბობს დავით ჭიჭინაძე.

ცნობისთვის, დავით ჭიჭინაძემ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ ის საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს არ დაუჭერს.

იტვირთბა....