დეკანოზმა შალვა კეკელიამ COVID-19-ის ვაქცინასთან დაკავშირებით, ჟურნალისტებთან განცხადება გაავრცელა.
მისი თქმით, თუ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია სავალდებულო იქნება და მასზე უარის თქმის შემთხვევაში, საზღვარგარეთ მოგზაურობას ან დასაქმებას აკრძალავენ, ის მას არ გაიკეთებს.
„თქვენ ჟურნალისტები ხართ და შეგიძლიათ მოიკითხოთ, რამდენი ადამიანი დაიღუპა შარშან ღორის გრიპით. როდესაც არ იციან ამ სენის შესახებ რა სენია, რატომ უნდა იყოს აუცილებელი და სავალდებულო, ეს ვაქცინა გავიკეთოთ?! შეიძლება როგორ დადგეს საკითხი იცით?- თუ ეს ვაქცინა არა გაქვს გაკეთებული, შეიძლება შენ მოგზაურობის უფლება არ გქონდეს, სამსახურში შეიძლება არ მიგიღონ. ეს ნიშნავს უკვე, რომ ვაქცინა კი არ არის, სხვა რამისკენაა მიმართული. თუ ასეთი მიდგომა იქნება ვაქცინასთან დაკავშირებით, ბუნებრივია, ჩვენ მას არ გავიკეთებთ. ადამიანებს ყველას თავისი არჩევანი აქვს და ყველას შეუძლია გადაწყვიტოს მიიღებენ თუ არ მიიღებენ. მე როგორც მოძღვარი და სასულიერო პირი ვამბობ, თუ ამ ვაქცინის გარეშე არ მექნება უფლება სამსახურში ვიარო, უცხოეთში ვერ ვიმოგზაურებ, სკოლაში ჩემს შვილს ვერ მივიყვან, პირდაპირ შემიძლია განვაცხადო, რომ ეს ვაქცინა არის ერთ-ერთი ნიშანი და ეს ვაქცინა არის ადამიანების საწინააღმდეგოდ მომართული. ღორის გრიპით ადამიანები იღუპებიან, მაგრამ ვაქცინა სავალდებულო არ იყო, მინდა გავიკეთებ, მინდა არ გავიკეთებ“, – განაცხადა შალვა კეკელიამ.