aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება ჯანდაცვა

გავრცელებული ინფორმაცია, რომ სააკაშვილი COVID 19-ით დაინფიცირდა, არ დასტურდება

aviabiletebi
ავიაბილეთები

სოციალურ ქსელში და  ქართული ონლაინ-მედიის ზოგიერთი საშუალებით გავრცელებული ინფორმაცია, რომ თითქოს, საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს COVID 19 დაუდასტურდა, არ შეესაბამება სინამდვილეს. ინფორმაციის გამავრცელებლები ეყრდნობიან უკრაინული “ვესტის” მიერ გამოქვეყნებულ მასალას, რომელშიც განსხვავებულ ინფორმაციას ვკითხულობთ.

“ვესტის” მიხედვით, უკრაინის პრეზიდენტის ოფისში შედგა შეხვედრა, რომელსაც რეფორმების ეროვნული საბჭოს ახლადარჩეული ხელმძღვანელი, მიხეილ სააკაშვილიც ესწრებოდა. გავრცელებული “ახალი ამბების” მიხედვით, სააკაშვილი ადგილზე, შეამოწმეს სწრაფი ტესტით, თუმცა ეს ინფორმაცია არ დასტურდება. “ვესტი” აქვეყნებს უკრაინელი პოლიტიკოსის სერგეი ლეშჩენკოს კომენტარს, რომელმაც განაცხადა, რომ სააკაშვილი ჯანმრთელია.

“ეს არის ყალბი ინფორმაცია, ნუ დაუჯერებთ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ყველა ამბებს” – აცხადებს ლეშჩენკო.

თავად სააკაშვილს, ამ დრომდე, კომენტარი არ გაუკეთებია.

 

იტვირთბა....