შემდეგმა პანდემიამ შესაძლებელია, ამაზონის ტროპიკული ტყეებიდან დაიწყოს გავრცელება – ამის შესახებ ინფორმაციას, ბრაზილიელი ეკოლოგი, დევიდ ლაპოლა აცხადებს.
მისივე ცნობით, რეგიონში ტყეების არაკონტროლირებადი გაჩეხვის შედეგად, ადამიანის შეჭრა გარეული ცხოველების საცხოვრებელ ადგილებში იზრდება..
მეცნიერის განცხადებით, ამაზონი ვირუსების უზარმაზარი საცავია და არ ღირს მის სამყაროში შეჭრა.
როგორც ბრაზილიის კოსმოსური კვლევის ნაციონალური ინსტიტუტი (INPE) აცხადებს, ვიდრე მთელი მსოფლიოს ყურადღება მიპყრობილია კორონავირუსის პანდემიაზე, ამაზონის ტროპიკული ტყეების ჩეხვის პროცესი მნიშვნელოვნად გაიზარდა.